პოლონური GIC თამაშების დამოუკიდებელ შემქმნელებს Tokyo Game Show 2019-ზე ეპატიჟება

26 ნახვები

როგორც იცით და ვინც არ იცით გეტყვით, რომ ყოველი წლის სექტემბრის თვეში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმართება თამაშების საერთაშორისო და უმაღლესი დონის ღონისძიება Tokyo Game Show, რომელიც ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გახლავთ აზიის რეგიონში.

გასულ წელს კი პოლონურმა Game Industry Conference-იმ (GIC) აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დამოუკიდებელ შემქმნელებს Tokyo Game Show-ზე საკუთარი პროეტქის წარდგენისა და წარმატების მიღწევის საშუალება მისცა, თუმცა ეს არ გახლდათ ერთჯერადი შესაძლებლობა და GIC აღნიშნულ შანსს წელსაც გვთავაზობს.

თქვენ კი ვისაც გაქვთ სურვილი და ამბიცია, რომ საკუთარი თამაში აღნიშნულ გამოფენაზე მოხვდეს და წარმატებას მიაღწიოს ამისათვის საჭიროა შეავსოთ სპეციალური ფორმა შემდეგ ბმულზე, რომელზეც ასევე უფრო დეტალურ ინფორმაციას იხილავთ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 7 ივნისი გახლავთ.  Tokyo Game Show 2019-ის გახსნა 12-სექტემბერს გაიმართება და 15 სექტემბრამდე გასტანს.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ შარშან ტოკიოში, Game Industry Conference-ის სტენდზე ქართული თამაში Slice მოხვდა, რომლის შემქმნელებიც ნუკრი ჟვანია და გიორგი აბელაშვილი გახლავთ.