Digital Dragons 2019-ის ღონისძიების სპიკერები კომპანია Obsidian Entertainment-ის, Studio MDHR-ისა და Neon Giant-ის წარმომადგენლები იქნებიან

17 ნახვები

როგორც იცით, სულ რამოდენიმე დღე რჩება მაშტაბური ღონისძიება Digital Dragons 2019-ის გახსნამდე. ცოტა ხნის წინ კი უკვე ცნობილი გახდა აღნიშნული ღონისძიების პროგრამის დეტალები. როგორც იცით, აღნიშნულ ღონისძიებაზე ვიდეო თამაშების სფეროში გამოცდილი უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას და გვიზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. რა თქმა უნდა არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი, რომელიც ძალიან საინტერესო ლექციებსა და სხვა და სხვა საინტერესო აქტივობებს გვპირდება.

ღონისძიებაზე ვიხილავთ, რა თქმა უნდა მრავალ პოლონელ ლექტორს, რომლებიც საინტერესო ლექციებს წაიკითხავენ. ღონისძიებაზე რა თქმა უნდა ასევე წარსდგებიან უამრავ უცხოელ მონაწილეს, მათ შორის: Obsidian Entertainment-ის ლეგენდარულ დიზაინერ ჯოშ სოიერს, რომელიც რა თქმა უნდა ასევე საინტერესო ლექციას შემოგვთავაზებს, ასევე ნათან მაკრის, რომელიც გახლავთ ორიგინალი Tomb Raider-ის მუსიკის შემქმნელი, რომელიც თამაშის შექმნისას მიღებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს. ლექციებს შეუერთდება ასევე Studio MDHR, რომელიც გახლავთ ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი თამაშ Cuphead-ის შემქმნელი. Digital Dragons 2019-ზე ასევე ვიხილავთ Respawn Entertainment-ის მთავარ მხატვარს ჯობი კარმეიკერსა და სხვა მრავალ წარმომადგენლებს. მათ კი ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ ღონისძიების პროგრამა მიჰყევით ბმულს.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება Digital Dragons 2019 გაიმართება 27-დან 28 მაისის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში არსებულ ტექნოლოგიურ პარკში.