ცნობილი გახდა Digital Dragons 2019-ის ოქროსა და ვერცხლის სპონსორი კომპანიების ვინაობა

45 ნახვები

როგორც იცით, პოლონეთი თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ როლს ასრულებს, როგორც შიდა ასევე მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრებზე. აღნიშნულ ქვეყანაში თამაშების ინდუსტრია ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული მიმართულება გახლავთ, რომელიც ყოველ წლიურად განვითარების უფრო და უფრო მაღალ დონეებს აღწევს. მაგალითისათვის კი, შეგახსენებთ რომ, სწორედ ზემოთ ხსენებულმა ქვეყანამ აჩუქა თამაშების სამყაროს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და წარმატებული თამაშის the witcher-ის სერიები. განსაკუთრებით კი, მისი უკანასკნელი ნაწილი the witcher 3 wild hunt. აქვე ვახსენებ კიდევ ერთ ხმაურიან პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, თუმცა უკვე შესძლო მსოფლიო მოთამაშეების გულების დაპყრობა და რა თქმა უნდა ეს გახლავთ cyberpunk 2077.

როგორც უკვე მივხვდით პოლონეთში სათამაშო ინდუსტრია დიდი ყურადღების ქარცეცხლში იმყოფება, რაც გამოწვეული გახლავთ იქედან რომ, აღნიშნული დარგი მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება, რაც ნიშნავს იმას რომ, ქვეყანაში მუდმივად ტარდება სხვა და სხვა პროექტები და ღონისძიებები, რაც რა თქმა უნდა წარმატებისა და განვითარების უამრავ შანსს იძლევა, როგორც დამწყები, ასევე ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისათვის.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება გახლავთ Digital Dragons, რომელიც იმართება ყოველ წლიურად, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში. Digital Dragons ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოს გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რაც რა თქმა უნდა უდიდეს შანსს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისათვის, რათა წარმოადგინოს საკუთარი პროექტი, აღნიშნულ ღონისძიებაზე და მოწონების შემთხვევაში შესძლოს მისი რეალიზება. აღნიშნული ღონისძიების სპონსორები და პარტნიორები რა თქმა უნდა ყოველ წლიურად ცნობილი და წარმატებული კომპანიები გახლავთ. Digital Dragons-ის წლევანდელი სპნსორების ჩამონათვალი რა თქმა უნდა ტრადიციულად გრძელია და მათ ვისაც ჩამონათვალის სრულად ნახვა გსურთ მიყევით ბმულს. რაც შეეხება ღონისძიების მთავარ სპონსორს, იგი კრაკოვში არსებული თამაშების მწარმოებელი სტუდია Rage Quit Games გახლავთ. აღნიშნული კომპანია 2013 წელს დაარსდა და მუშაობს მაღალი ხარისხის მობილური თამაშების მიმართულებით. ღონისძიების ოქროს სპონსორები, კი კომპანიები: Activision, Infinity Ward, Techland და all in games გახლავთ. რაც შეეხება ვერცხლის სპონსორებს ესენი European Games Group, DO Global, 11 bit studios და Ten Square Games გახლავთ.

Digital Dragons 2019-ის ღონისძიება გაიმართება პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 27-დან 28 მაისის ჩათვლით. როგორც იცით Venatus გთავაზობდათ ღონისძიების საქართველოს წარმომადგენლობის კანდიდატების სარეგისტრაციო ფორმას, რომლის შევსების თარიღიც გასული თვის 15 მარტს ამოიწურა. მათ კი ვინც შეავსეთ ფორმა Venatus წარმატებებს გისურვებთ. აქვე შეგახსენებთ რომ, ვენატუსს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო Digital Dragons 2018-ის ღონისძიებაში, რომლის შთაბეჭდილებებიც შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ.