გამოქვეყნდა Devil May Cry 5-ის განახლებული სისტემური მოთხოვნილებები

78 ნახვები

როგორც იცით, რამოდენიმე თვის წინ კომპანია Capcom-მა უკვე გაგვაცნო საკუთარი ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული თამაშის Devil May Cry-ის ახალი მეხუთე ნაწილის სისტემური მოთხოვნილებები, PC პლატფორმისათვის. ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ აღნიშნული მოთხოვნილებების საბოლოო და განახლებული ვერსია გამოაქვეყნა.

აღნიშნული სიახლე ბევრ მოთამაშეს გაუხარებს გულს, რადგან თამაში არ მოითხოვს თქვენი კომპიუტერის მაქსიმალურ რესურსებს და მის მაღალ გრაფიკაზე გაშვებასაც უფრო მეტი მოთამაშე შესძლებს. შექმქმნელები კი, PC პლატფორმის მომხმარებლებს მეტი კომფორტისათვის კონტროლერის გამოყენებასაც ურჩევენ.

როგორც იცით, თამაშის მეხუთე ნაწილში წარმოდგენილი იქნება სამი მთავარი პერსონაჟი :  ნერო, დანტე და ახალი პერსონაჟი სახელად ვი (V). შემქმნელების თქმით აღნიშნული პერსონჟები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულნი არიან, რაც თამაშს პროცესს მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. თამაში წარმოდგენილი იქნება Capcom-ის ცნობილ სათამაშო ძრავაზე RE Engine, რაც თამაშის გრაფიკის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ხოლო, იმისათვის რომ, სრულად გაიაროთ თამაში თქვენ 15 საათის გახარჯვა მოგიწევთ.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : WINDOWS 7 64-ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i5-4460 ან AMD FX-6300
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი : Nvidia GeForce GTX 760 ან AMD Radeon R7 260x 2 გბ
  • DirectX ვერსია : 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : WINDOWS 10 64-ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i7-3770 ან AMD FX-9590
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი : Nvidia GeForce GTX 1060 ან AMD Radeon RX 480 6 გბ
  • DirectX ვერსია : 11
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 35 გბ

თამაში Devil May Cry 5 2019 წლის 8 მარტს გამოდის, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.