Detective Pikachu-ს გაგრძელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

97 ნახვები

როგორც იცით, გასული წლის მიწურულს, კინოკომპანია warner bros-მა ცნობილი პოკემონების პირველი სრულმასშტაბიანი ფილმის POKÉMON Detective Pikachu-ს სადებიუტო ტრეილერი წარმოგვიდგინა და მისი ფართო ეკრანებზე გამოსვლის თარიღიც გაგვაცნო. ცოტა ხნის წინ კი, The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია რომ, აღნიშნული ფილმის სიქველზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

როგორც იცით Detective Pikachu-ს გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე თქვეა დარჩენილი თუმცა, როგორც ირკვევა, ფილმის გაგრძელებაზე მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაშია. ფილმის გაგრძელებაზე მუშაობს კინო-კომპანია Legendary ხოლო, ფილმის სცენარისტი Oren Uziel გახლავთ.

როგორც იცით დეტექტივი პიკაჩუს მთავარი გმირები გახლავთ, რა თქმა უნდა თავად ფუმფულა პიკა და ახალგაზრდა ბიჭი სახელად ტიმ გუდმანი, რომლის მთავარი დავალებაც დაკარგული პოლიციელი მამის პოვნაა, რაშიც მას დეტექტივი პიკაჩუ დაეხმარება. ფილმის რეჟისორი გახლავთ რობ ლოტერმანი, რაც შეეხება სცენარს მასზე ალექს ფირშმა იმუშავა (გრავითი ფოლსი) ხოლო, პიკაჩუს როლს კი ცნობილი მსახიობი რაიან რეინოლდსი შეასრულებს (დედპული).

ფილმი POKÉMON Detective Pikachu მსოფლიო ეკრანებზე 2019 წლის 10 მაისს გამოდის.