შემქმნელები Call of Duty: Black Ops 4-ს რამოდენიმე დღით უფასოდ გასცემენ

266 ნახვები

კომპანია Treyarch, რომელიც გახლავთ საომარი თემატიკის თამაშ Call of Duty-ის უახლესი ნაწილის Black Ops 4-ის შემქმნელი, მოთამაშეებს უნიკალურ აქციას სთავაზობს. მათ ვისაც გსურთ მოსინჯოთ თამაში, თუმცა ამისათვის არ გაქვთ საკმარისი თანხა, შემქმნელები შესაძლებლობას გაძლევენ, აბსოლიტურად უფასოდ ჩამოტვირთოთ და ითამაშოთ Call of Duty: Black Ops 4 რამოდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა თამაშს გააჩნია შეზღუდვა და მასში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამეფო ბრძოლის რეჟიმი Blackout.

აღნიშნული აქცია უკვე დღეიდან (17 იანვარი) შევიდან ძალაში და 25 იანვრამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში თამაშის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება, როგორც PC, ასევე PS4 და Xbox One პლატფორმებზე. აღსანიშნავია, რომ PC პლატფორმის მომხმარებლებისათვის თამაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კომპანია Activision-ის სერვისში Battle.net. რაც შეეხება კონსოლურ პლატორმებს, მათზე თამაშით სარგებლობისათვის საჭიროა PlayStation Plus და Xbox Live Gold-ის გამოწერის გაფორმება, რადგან თამაში გახლავთ მრავალმომხმარებლური.

შეგახსენებთ, რომ თამაში Call of Duty: Black Ops 4 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოვიდა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშს გააჩნია მხოლოდ მრავალმომხმარებლური რეჟიმები, როგორებიცაა სამეფო ბრძოლა და კოოპერატიული დავალებები.