ხვალ, შესაძლოა Mortal Kombat 11-ის სადემონსტრაციო ვერსია ვიხილოთ

66 ნახვები

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, კომპანია  NetherRealm Studios-მა დააანონსა, ცნობილი საბრძოლო ჟანრის თამაშ Mortal Kombat-ის ახალი მეთერთმეტე ნაწილი და მისი მცირე ტრეილერიც გვიჩვენა, სადაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გმირების (რეიდენი, საბ-ზერო, სკორპიონი) სამკვდრო სასიცოცხლო, სისხლიანი შერკინებაც ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილ პორტალზე Reddit ერთ-ერთმა მომხმარებელმა თამაშთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც იცით, სტუდია NetherRealm ხვალ (17 იანვარს) წარმოგვიდგენს Mortal Kombat-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელზეც უფრო მეტ და ახალ ინფორმაციას გაგვაცნობენ მის შესახებ. პორტალ Reddit-ის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი შემქმნელები ღონისძიებაზე ასევე წარმოგვიდგენენ თამაშის სადემონსტრაციო ვერსიას, რომლით სარგებლობის საშუალებაც ნებისმიერ მსურველს ექნება, თუმცა უცნობია რომელი პლატფორმები მიიღებენ მას. რამდენად სანდოა ინფორმაცია ეს უცნობია, თუმცა აღნიშულ მომხმარებელს აქამდე რამოდენიმე ინფორმაცია უკვე აქვს გავრცელებული, რომლებიც გამართლდა.

შემქმნელები ღონისძიებაზე წარმოგვიდგენენ თამაშის ახალ ტრეილერს, სათამაშო პროცესის ამსახველ კადრებს და ასევე სხვა პერსონაჟებსაც. Mortal Kombat 11-ის გამოსვლა 2019 წლის 27 აპრილისთვისაა დაგეგმილი, PC, PS4, Xbox ONE და Nintendo Switch პლატფორმებზე.