Nintendo Switch-ზე Resident Evil-ის სამი განახლებული ნაწილი გამოვა

40 ნახვები

კომპანია Capcom-ის ცნობილი და ყველა მოთამაშისათვის საყვარელი, საკულტო თამაშის Resident Evil-ის რამოდენიმე განახლებულ სერიას მალე     კომპანია Nintendo-ს პორტატული კონსოლი Switch-იც მიიღებს.

კომპანიის განცხადებით Resident Evil-ის სერიის სამი განახლებული ნაწილი Resident Evil, Resident Evil 0 და Resident Evil 4 მომავალ წელს ზემოთ აღნიშნულ კონსოლურ პლატფორმაზეც გამოვა. იმ შემთხვევაში კი თუ აღნიშნული თამაშები წარმატებით გაიყიდება შემქმნელები თამაშის მეხუთე და მეექვსე სერიებსაც შემოგვთავაზებენ. როგორც იცით Nintendo Switch-ზე აღნიშნული თამაშის სერიის უახლესი ნაწილი Resident Evil 7-იც გახლავთ ხელმისაწვდომი, რომელიც სერვერული ვერსიით არის წარმოდგენილი.