შემქნელებმა Call of Cthulhu-ს გამშვები ტრეილერი წარმოგვიდგინეს

49 ნახვები

როგორც იცით, კომპანია Focus Home Interactive-ის საშინელებათა, ჟანრის თამაშ Call of Cthulhu-ს გამოსვლამდე სულ რაღაც ოთხი დღეა დარჩენილი, შემქმნელებმა კი მოთამაშეებისათვის მისი საბოლოო გამშვები ტრეილერი გამოაქვეყნეს.

თამაშის მოქმედებები პატარა კუნძულზე ვითარდება. მისი მთავარი გმირი კი კერძო დეტექტივი პირსი გახლავთ, რომელიც იძიებს ჰოპკინსების ოჯახის მკვლელობას რისთვისაც იგი საიდუმლოებებით მოცულ კუნძულ დარკუოტერში მიემგზავრება. დეტექტივის როლში თვენ მოგიწევთ გამოიკვლიოთ კუნძული, დაამყაროთ კომუნიკაცია ადგილობრივ არც თუ ისე სასიამოვნო მაცხოვრებლებთან და განავითაროთ თქვენი ცოდნა რათა ფარდა ახადოთ საიდუმლოს.

თამაში Call of Cthulhu გამოდის 2018 წლის 30 ოქტომბერს (დღეს), PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.