კომპანია Blazing Griffin მრავალმომხმარებლური ჟანრის თამაშს Murderous Pursuits უფასოდ გასცემს

118 ნახვები

კომპანია Blazing Griffin-მა PC-პლატფორმის მომხმარებლების გახარება გადაწყვიტა და რამოდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შანსს აძლევს, სრულიად უფასოდ დაიმატონ მრავალმომხმარებლური, სტელს ჟანრის თამაში Murderous Pursuits Steam-ის ბიბლიოთეკაში, რომელიც ოპერაციის შესრულების შემდეგ სამუდამოდ დაგრჩებათ.

იმისათვის, რომ მიიღოთ თამაში, საჭიროა იყოთ თამაშების ონლაინ მაღაზია Seam-ის რეგისტრირებული მომხმარებელი (დარეგისტრირდით), შეხვიდეთ სერვისში არსებულ თამაშის გვერდზე და დააჭიროთ ღილაკს „თამაშის დაყენება“, აღნიშნული ოპერაციის შემდეგ კი თამაში სამუდამოდ დარჩება თქვენს ბიბლიოთეკაში. აღნიშნული აქცია 29 ოქტომბრამდე გასტანს.

თამაშის მოვლენები ვითარდება ვიქტორიანულ პერიოდში. თამაში გახლავთ მრავალმომხმარებლური ჯანრის და გათვლილია 1-8 მოთამაშეზე. თქვენ აღმოჩნდებით საზღვაო ხომალდზე სადაც უნდა შეასრულოთ თქვენი დავალება და მოკლათ მსხვერპლი, თუმცა ეს არც ისე ადვილია, რადგან თქვენ შესაძლოა მონადირედან მსხვერპლის როლშიც კი აღმოჩნდეთ.

შეგახსენებთ, რომ თამაში Murderous Pursuits 2018 წლის 27 აპრილს გამოვიდა, PC პლატფორმაზე.