კომპანია EA გამოწერის სერვის Origin Access-ს რამოდენიმე დღით უფასოდ გვთავაზობს

153 ნახვები

როგორც იცით, კომპანია Electronic Arts-ს გააჩნია საკუთარი თამაშების ონლაინ მაღაზია Origin, სადაც ასობით განსხვავებული ჟანრის თამაში გახლავთ წარმოდგენილი. Origin-ს ასევე გააჩნია ფასიანი გამოწერის სერვისები, რომლებიც ყოველ თვიურად გარკვეულ თანხას საჭიოებს, რათა მომხმარებელმა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სერვისი გახლავთ Origin Access, რომელსაც კომპანია რამოდენიმე დღით სრულიად უფასოდ გასცემს, PC პლატფორმის მომხმარებლებისათვის.

იმისათვის, რომ მიიღოთ აღნიშნული აქციით სარგებლობის საშუალება უნდა იყოთ Origin-ის რეგისტრირებული მომხმარებელი (დარეგისტრირდით), შეხვიდეთ სერვისში და გადახვიდეთ Origin Access-ის გვერდზე, გააფორმოთ გამოწერა და შეიყვანოთ თქვენი საბანკო რეკვიზიტები, თუმცა მშვიდად ბრძანდებოდეთ, რადგან ეს უბრალო ფორმალობა გახლავთ და სერვისი არანაირ თანხას არ ჩამოგაჭრით ანგარიშიდან. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ თქვენ შესძლებთ Origin Access-ით სარგებლობას 7 დღის განმავლობაში და თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება 145-მდე განსხვავებული ჟანრის თამაში, რომელთა შორის ისეთი ცნობილი ჰიტებიც გახლავთ, როგორებიცაა: Battlefield 1, Mass Effect: Andromeda, Need for Speed: Payback, FIFA 18, Titanfall 2, Star Wars: Battlefront, Mad Max, Dragon Age და სხვა მრავალი.