კინოკომპანია Disney კარიბის ზღვის მეკობრეების გადატვირთვას გადაიღებს, სრულიად ახალი მსახიობებით

119 ნახვები

კომპანია Disney-მ განაცხადა, რომ ცნობილი საკულტო ფილმის კარიბის ზღვის მეკობრეების გადატვირთვას გადაიღებს, რომელშიც ჩვენთვის ნაცნობ და საყვარელ გმირებს ვეღარ ვიხილავთ.

სამწუხაროდ ცნობილი ფილმის ახალ ეკრანიზაციაში ვერ ვიხილავთ მის აქმდე ცნობილ მსახიობთა შემადგენლობას და რაც მთავარია ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ჯონი დეპს საკუთარი კაპიტანი ჯეკ ბეღურათი. როგორც ცნობილია, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება ფილმის სერიის უკანასკნელი ნაწილის დაბალი შემოსავლის გამო მიიღო. როგორც იცით ფილმის ბიუჯეტი 230 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო მისმა შემოსავლებმა სახლის კინო გაქირავებებიდან 172 მილიონი დოლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია ბოლო დროს ჯონი დეპი ბევრს სვამს და იგი ფილმის ბოლო ნაწილის გადაღებებზე ხშირად აგვიანებდა და ნასვამიც ცხადდებოდა გადასაღებ მოედანზე, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ალბათ ყველასათვის რთულად წარმოსადგენია ახალი ფილმი, როგორც ბეღურა ჯეკის, ასევე კაპიტანი ბარბოსასა და სხვა ნაცნობი გმირების გარეშე.