God of War-ის შემქმნელებმა თამაშის შექმნისას წარმოჩენილი შეცდომების კადრები გვიჩვენეს

94 ნახვები

კომპანია Sony-მ საკუთარი ერთ-ერთი პოპულარული ექსკლუზივის, God of War-ის უკანასკნელი სერიის შექმნის პროცესში წარმოჩენილი შეცდომების ამსახველი კადრები წარმოგვიდგინა.

ვიდეოზე ნაჩვენებია თამაშის მთავარი გმირი, ყველასათვის ცნობილი კრატოსი და მისი შვილი ატრეუსი. სწორედ მათი მონაწილეობით არის წარმოდგენილი სახალისო მომენტები, შეცდომები, რომლებსაც შემქმნელები თამაშის შექმნის პროცესში აწყდებოდნენ.

როგროც იცით თამაშის უკანასკნელი ნაწილი God of War 2018 წლის 20 აპრილს გამოვიდა გაყიდვაში, ექსკლუზიურად PS4 პლატფორმაზე და თამაშების კრიტიკოსებისაგან საკმაოდ მაღალი შეფასებები და მოწონება დაიმსახურა.