კომპანია Frozenbyte სათავგადასავლო ჟანრის თამაშ Trine-ის ახალ ნაწილზე მუშაობს

40 ნახვები

კომპანია Frozenbyte-მა, რომელიც გახლავთ ულამაზესი სამყაროს მქონე, სათავგადასავლო, კოოპერატიული ჟანრის თამაშ Trine-ის სერიის შემქმნელი, განაცხადა, რომ მუშაობს თამაშის ახალ მეოთხე ნაწილზე, რომელიც სერიის ისტორიაში საუკეტესო ნაწილი იქნება.

ამ დროისათვის თამაშთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ვიცით, რომ Trine 4 გამოვა PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე. თამაშის ანონსს კი შემქმნელები ახლო მომავალში გამართავენ და უფრო დეტალურ ინფორმაციასაც გაგვიმხელენ ახალი ძღაპრული სამყაროს მქონე თამაშზე.

როგორც იცით თამაშის უკანასკნელი ნაწილი Trine 3 გახლდათ, რომელიც 2015 წლის 20 აგვისტოს გამოვიდა და სამწუხაროდ ვერ შესძლო მოთამაშეების სურვილების დაკმაყოფილება. Trine-ის სერია ცნობილია საკუთარი ზღაპრული და ულამაზესი სამყაროთი, სადაც მოგზაურობა შესაძლებელია, როგორც ერთი მოთამაშისათვის, ასევე კოოპერატიულ რეჟიმში.