თბილისი მოლში 2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით ღონისძიება „კაუკაუსუს კონი“ გაიმართება

242 ნახვები

მათ ვისაც გიყვართ და გიტაცებთ, კომიქსები, ვიდეო თამაშები, ანიმაციები და სრულიად პოპ-კულტურის ყველანაირი მიმართულება, მაშინ ეს სიახლე ნამდვილად გაგახარებთ, რადგან თბილისი მოლში 2-დან 4 ნოემბრის ჩათვილით გაიმართება ღონისძიება „კაუკაუსუს კონი“, რომელიც გახლავთ   პოპ-კულტურისა და ტექნოლოგიების სამ დღიანი ფესტივალი და აერთიანებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების, ანიმაციის, კომპიუტერული თამაშების, კომიქსების, ქოსფლეის, კიბერ-სპორტისა და უახლესი ტექნოლოგიების სფეროებს.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უამრავი გასართობი აქტივობა: ქოსფლეი შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, შეჯიბრებები სხვა და სხვა ჟანრისა და სტილის თამაშებში, კომიქსები და უამრავი სხვა. ფესტივალის ფარგლებში, გარკვეულ აქტივობებში გამარჯვებულებისათვის გაიცემა ფულადი პრიზებიც.

მოკლედ მოემზადეთ და მობრძანდით „კაუკაუსუს კონზე“ 2-4 ნოემბერს. ფესტივალის აქტივობების უფრო დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ „კავკასუს კონის“ ფეისბუქ გვერდს.