გამოქვეყნდა სათავგადასავლო ჟანრის თამაშ Storm Boy-ის გამოსვლის თარიღი

40 ნახვები

ავსტრალიურმა დამოუკიდებელმა სტუდია Blowfish Studio-მ, სათავგადასავლო თამაშის Storm Boy: The Game-ის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. თამაში ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის კოლინ ტილას რომანს. შემქმნელების განცხადებით თამაში Storm Boy: The Game 2018 წლის 20 ნოემბერს გამოდის, PC, PS4, Xbox One, Nintendo Switch, iOS და Android პლატფორმებზე.

თამაში მოგვითხრობს მეგობრობის ისტორიას, სამხრეთ ავსტრალიაში მცხოვრები ბიჭის მაიკ კენდლის და წეროს ობოლი ბარტყის შესახებ.თქვენ მოგიწევთ მართოთ, როგორც ბიჭუნა ასევე მისი მეგობარი მფინველი სახელად პერსივალი. თამაშში ხელმისაწვდომი იქნება უამრავი მინი თამაში, სანაპიროზე გართობა, სერფინგიზე სრიალი, წყალქვეშ ულამაზესი სამყაროს მონახულება და სხვა.

კომპანია Blowfish Studio ულამაზეს სათავგადასავლო ჟანრის თამაშს Storm Boy: The Game 26 ოქტომბერს ღონისძიება PAX Australia-ზე წარადგენს.