Sony-იმ უკვე დაიწყო PlayStation Network-ში სახელის ცვლილების ტესტირება

29 ნახვები

როგორც იცით, როტა ხნის წინ კომპანია Sony-განაცხადა, რომ იწყებს PlayStation Network-ის ქსელში დიდი ხნის ნანატრი სახელის (ნიკნეიმის) ცვლილების შესაძლებლობაზე მუშაობას. რამოდენიმე საათის წინ კი კომპანიამ უკვე დაიწყო აღნიშნული სერვისის ტესტირება.

Sony-იმ უკვე დაიწყო სპეციალური მოწყვევების დაგზავნა იმ მომხმარებლებისათვის რომლებიც მიიღებენ PS4-ის სისტემურ განახლება 6.10-ზე ტესტირებაში მონაწილეობას. როგორც ცნობილია მომხმარებლებისათვის პირველ ეტაპზე სახელის ცვლილების ფუნქციით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, თუმცა მისი განმეორების შემთხვევში აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად თანხის გადახდა იქნება საჭირო.

Sony ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ სახელის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რიგი პრობლემები როგორებიცაა: ნაყიდ ნივთებზე წვდომის დაკარგვა, თანხის დაკარგვა საფულიდან, შენახული ფაილების დაკარგვა, მიღწევების და გარკვეულ თამაშებში ლიდერული პოზიციების დაკარგვაც. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სიახლე სრულად შეესაბამება PS4-ის იმ თამაშებს, რომლებიც  2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გამოვიდა, თუმცა უფრო ადრე გამოსულ თამაშებთან PS4, PS3 და PS Vita პლატფორმებზე შესაძლოა წარმოიქმნას პრობლემა.

სახელის ცვლილების ფუნქციის ოფიციალური გამოსვლა 2019 წლის დასაწყისში მოხდება და ასევე სრულად გამოქვეყნდება იმ თამაშების სია, რომლებიც შესაბამისი იქნება სერვისთან.