ცნობილი გახდა, რა დრო დასჭირდებათ მოთამაშეებს Fallout 76-ის გასავლელად

89 ნახვები

კომპანია Bethesda-ს პოსტ აპიკალიფსური ჟანრის თამაშის Fallout 76-ის გამოსვლამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი და შემქმნელებმა ამჯერად წარმოგვიდგინეს ინფორმაცია, თუ რა დრო დასჭირდება თამაშის სიჟეტის გავლას.

როგორც იცით უახლესი თამაშების სიუჟეტის გასავლელად უკვე რამოდენიმე ათეული საათიც აღარაა საკმარისი და Fallout 76-იც სწოედ ასეთ თამაშების ჩამონათვალს მიეკუთვნება. შემქმნელების თქმით, იმისათვის, რომ თამაში სრულად გაიაროთ მასში არსებული გვერდითი დავალებების ჩათვლით, თქვენ მოგიწევთ 150 საათამდე სათამაშო დროის გახარჯვა. ასევე აღსანიშნავია, რომ შემქმნელები თამაშის გამოსვლის შემდეგ მის მხარდაჭერას დიდი ხნის განმავლობაში გვპირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში გამოსვლის შემდეგ ბევრ უფასო განახლებას მიიღებს და რა თქმა უნდა აღნიშნული 150 საათიანი დროც საკმაოდ გაიზრდება.

თამაში Fallout 76 გამოდის 2018 წლის 14 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. ამ დროისათვის კი უკვე მიმდინარეობს თამაშის ბეტა-ტესტირება Xbox One პლატფორმაზე, ხოლო 1 ნოემბრიდან ტესტირებას PC და PS4 პლატფორმებიც შეუერთდებიან.