ცნობილი გახდა დეტალები Red Dead Redemption 2-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით

54 ნახვები

Rockstar Games-ის ვესტერნის Red Dead Redemption 2-ის გამოსვლამდე სულ რაღაც 48 საათია დარჩენილი და შემქმნელებმა ამჯერად დეტალები თამაშისათვის განკუთვნილ აპლიკაციაზე გაგვაცნეს, რომელიც ხელმისაწვდომი როგორც iOS ასევე Android პლატფორმაზე იქნება.

შემქმნელების თქმით აღნიშნული აპლიკაცია მოთამაშეებს თამაშს სხვა და სხვა დეტალებზე რეალურ დროში დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს. თამაშის პროცესში მოთამაშეებს სესაძლებლობა ექნებათ გათიშონ სხვა და სხვა მაჩვენებლები ძირითად ეკრანზე და ამ ყველაფერს თვალი დამატებითი აპლიკაციიდან ადევნონ. სმარტფონში ან პლანშეტში ასევე შესაძლებელი იქნება თამაშის რუკაზე თვალის დევნება და არტურ მორგანის დღიურების წაკითხვა, რომლებიც უკანასკნელ მომხდარ ამბებს შეეხება. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომი თამაშის გამოსვლის დღესვე გახდება.

როგორც ხედავთ, Rockstar Games არ წყვეტს მოთამაშეების მოლოდინების გაღვივებას. თამაში Red Dead Redemption 2 კონსოლურ პლატფორმებზე 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოდის, ხოლო რაც შეეხება PC პლატფორმას შემქმნელების თქმით ის თამაშს 2019 წლის მიწურულს მიიღებს.