Battlefield 5-ზე მუშაობა დასრულებულია

59 ნახვები

კომპანია Electronic Arts-ისა და DICE-ის ცნობილი საომარი თემატიკის თამაშის Battlefield-ის ახალი მეხუთე ნაწილი უკვე ოქროზე იქნა გაშვებული, ანუ მარტივი ენით, რომ ვთქვათ შემქმნელებმა უკვე სრულად დაასრულეს თამაშზე მუშაობა და ახლა მხოლოდ მისი ფიზიკური ვერსიების დაბეჭდვაღა დარჩა რათა საბოლოოდ მომხმარებლამდე მიაღწიოს. თამაში რა თქმა უნდა გამოვა, როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ვერსიის სახით, Electronic Arts-ის ონლაინ მაღაზია Origin-ში.

თამაში Battlefield 5 გამოდის 2018 წლის 20 ნოემბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. მოთამაშეები ვინც წინასწარ შეუკვეთავენ თამაშს და მასში 27 ნოემბრამდე შევლენ საჩუქრად სპეციალურ ჩაფხუტს, ემბლემას და სხვა ბონუსებს მიიღებენ, ხოლო Xbox One-ის მფლობელები თამაშის წინასწარი ჩამოტვირთვის ფუნქციით ისარგებლებენ.