შემქმნელებმა The Black Masses-ის ახალი სადემონსტრაციო ვიდეო გვიჩვენეს

70 ნახვები

კომპანია Brilliant Game Studios-მა საკუთარი ზომბი აპოკალიფსის ჟანრის მქონე თამაშის The Black Masses-ის ახალი სადემონსტრაციო ვიდეო გვიჩვენა, სადაც შემქმნელები თამაშის გრაფიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენენ. თამაში წარმოდგენილია The Elder Scrolls 6-ის სტილში და მისი სამყარო სავსეა ზომბებად ქცეული მოსახლეობით.

The Black Masses გახლავთ კოოპერატიული ჟანრის თამაში, რომელიც განკუთვნილია ოთხი მოთამაშისათვის, თუმცა მისი გავლა ერთი მოთამაშითაც არის შესაძლებელი. მოთამაშეებს მოუწევთ მასშტაბური კუნძულის გამოკვლევა, რომლის ზომაც 16 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. კუნძული სავსეა ქალაქებით, სოფლებით და სახიათო მღვიმეებით. კუნძულის მოსახლეობა გაურკვეველმა დემონურმა ძალამ დააავადა და ზომბებად აქცია. ისინი მოძრაობენ ჯგუფებად და მათი რაოდენობა რამოდენიმე ათასსაც კი აღწევს.

თამაშში თქვენ მოგიწევთ გაარკვიოთ, საიდან მოდის აღნიშნული დემონური ძალა. მოთამაშეები ზომბებით სავსე ტერიტორიაზე პარკურის მოქნილი ილეთების მეშვეობით გადაადგილდებიან. თამაშში საბრძოლო იარაღებს წარმოადგენს ხმლები, ცულები, ასაფეთქებელი, ცეცხლსასროლი და სხვა იარაღებით.

 

The Black Masses-ს გამოსვლა დაგეგმილია 2019 წლისათვის, PC პლატფორმაზე.