ქსელში Red Dead Redemption 2-ის სრული რუკა გავრცელდა

73 ნახვები

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა Red Dead Redemption 2-ის სრული რუკა, რომელიც მისი მასშტაბებიდან გამომდინარე იდეალურად გამოიყურება.თამაშზე როგორც იცით მუშაობს კომპანია Rockstar Games, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის სერიით Grand Theft Auto.

ქსელში გავრცელდა Red Dead Redemption 2-ის ფიზიკური ვერსიის რუკა, რომელიც ქაღალდზეა დაბეჭდილი და წარმოდგენილია გერმანული რეგიონისათვის. აღნიშნული რუკა მასშტაბური გახლავთ და მარტივად, რომ ვთქვათ იგი GTA V-ის რუკაზე უფრო დიდი გახლავთ. გამოცდილი მოთამაშეები კი ვისაც Red Dead Redemption-ის ორიგინალი ნაწილი აქვთ ნათამაშები მარტივად შეამჩნევდნენ, რომ ახალ თამაშში წარმოდგენილი იქნება წინა ნაწილის ტერიტორიებიც.

ახალი ვესტერნი Red Dead Redemption 2 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოდის, მხოლოდ კონსოლურ პლატფორმებზე, PS4-სა და Xbox One-ზე, ხოლო რაც შეეხება PC პლატფორმას, შემქმნელების თქმით თამაშის წარმატების შემთხვევაში მას აღნიშნულ პლატფორმაზე 2019 წლის ბოლოსათვის ვიხილავთ.