კომპანია Intellivision-მა ახალი კონსოლური პლატფორმა დააანონსა

48 ნახვები

კომპანია Intellivision Entertainment-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მუშაობს ახალ კონსოლურ პლატფორმაზე, სახელწოდებით Amico, რომელიც არ წარმოადგენს კონკურენტს ისეთი კონსოლებისათვის, როგორებიც PS4, Xbox One, Nintendo Switch ან Wii U გახლავთ.

ახალი კონსოლი ორიენტირებული იქნება კლასიკური ჟანრის ორ განზომილებიან თამაშებზე და კონკურენციას გაუწევს ისეთ კონსოლებს, როგორებიც NES Classic და SNES Classic გახლავთ. როგორც ცნობილია, კონსოლი მიიღებს HDMI შესაერთებელს, უსადენო კონტროლერს (Bluetooth) და 3,5 დიუმის მქონე სენსორულ ეკრანს, ხოლო რაც შეეხება სხვა ტექნიკურ დეტალებს ისინი ამ დროისათვის უცნობია.

კონსოლის განთავისუფლება 2020 წლის 10 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. კონსოლის ფასი 150-დან 180-დოლარამდე იქნება, ხოლო თამაშების ფასი 3-დან 8 დოლარამდე.