გამოქვეყნდა Project Nova-ს სათამაშო პროცესის ამსახველი პირველი კადრები

67 ნახვები

CCP Games-მა ღონისძიებაზე EVE Vegas 2018 ფანტასტიკური, სროლების ჟანრის თამაში Project Nova წარმოადგინა. მისი სათამაშო პროცესის პირველი ვიდეო კი უკვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

ვიდეოზე ნაჩვენებია თამაშის კოოპერატიული რეჟიმის Onslaught-ის გავლა, სადაც მოთამაშეები ცდილობენ კოსმოსური ხომალდის ხელში ჩაგდებას. აღნიშნული თამაშის მოვლენები ცნობილი EVE Online-ის სამყაროში ვითარდება. Project Nova გახლავთ კოოპერატიული ჟანრის თამაში, სადაც ხელმისაწვდომია პერსონაჟის სამი კლასი : Assault, Sharpshooter და Logistics. ყოველ პერსონაჟს გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ორი ტიპის იარაღი და ორი დამატებითი დამხმარე მოწყობილობა.

 

თამაშის გამოსვლის თარიღი ამ დროისათვის უცნობია. მათ ვისაც გსურთ თამაშის ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მიღება განაცხადები შეავსეთ მის ოფიციალურ საიტზე. Project Nova-ს ამ დორისათვის მხოლოდ კოოპერატიული რეჟიმი გააჩნია, თუმცა შემქმნელები გვპირდებიან, რომ მომავალში ხელმისაწვდომი მრავალმომხმარებლური რეჟიმიც (PvP) გახდება.