ქსელში Red Dead Redemption 2-ის სათამაშო პროცესის ამსახველი კადრები გავრცელდა

85 ნახვები

სულ უფრო ცოტა დრო რჩება კომპანია Rockstar Games-ის ვესტერნის ჟანრის თამაშის Red Dead Redemption 2-ის გამოსვლამდე და ქსელში არ წყდება ახალ-ახალი ამბები თამაშთან დაკავშირებით. ამჯერად ინტერნეტ სივრცეში თამაშის გასვლის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა.

სამწუხაროდ ვიდეო სულ რაღაც 24 წამს გრძელდება და მასზე ვხედავთ თამაშის მთავარი გმირი არტური მორგანს, რომელიც ცხენზეა ამხედრებული და რამოდენიმე მოწინააღმდეგესთან გამკლავება უწევს. როგორც იცით, თამაში გამოდის 2018 წლის 26 ოქტომბერს, მხოლოდ კონსოლურ პლატფორმებზე, PS4 და Xbox One-ზე. სამწუხაროდ თამაშს ვერ მიიღებენ PC პლატფორმის მომხმარებლები, თუმცა ცოტა ხნის წინ შემქმნელებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თამაში კარგი გაყიდვებით იქნება წარმოდგენილი მაშინ შესაძლოა იგი PC პლატფორმაზეც ვიხილოთ.