კოსმიური სტრატეგია, Stellaris კონსოლურ პლატფორმებზე მომავალ წელს გამოვა

37 ნახვები

 

რამოდენიმე თვის წინ, კომპანია Tantalus Media-მ განაცხადა, რომ საკუთარი კოსმოსური სტრატეგიის ჟანრის თამაშის Stellaris-ის კონსოლურ პლატფორმაზე გადატანაზე მუშაობდა. ცოტა ხნის წინ კი თამაშის Console Edition-ის ვერსიის გამოსვლის თარიღიც გაგვიმხილა და განაცხადა, რომ თამაში PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდება.

თამაშის კონსოლური ვერსია დაფუძნებული იქნება პატჩ 1.7-ზე. კონსოლური ვერსია მიიღებს Deluxe გამოცემას, რომელშიც შევა დამატება Utopia, ასევე სპეციალური ნაკრებები Plantoids Species Pack და Leviathans Story Pack. აღნიშნული თამაში გახლავთ პირველი 4X სტრატეგია, რომელიც გამოიცა კონსოლურ პლატფორმებზე. შემქმნელების თქმით თამაშის მართვის სისტემა სრულიად ახლიდან შემუშავდა, სპეციალურად კონტროლერებისათვის, რათა მოთამაშეებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი, თამაშის პროცესში.

თამაშს მოვლენები მომავლის სამყაროს კოსმოსურ სივრცეში ვითარდება, სადაც მოთამაშეებს მოუწევთ ბრძოლები სხვა და სხვა რასის წარმომადგენლებთან, დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება და ღია კოსმოსური სივრცის გამოკვლევა.

შეგახსენებთ, რომ თამაში Stellaris პირველად 2016 წლის 9 მაისს გამოვიდა, PC პლატფორმაზე.