ინტერნეტ სივრცეში Red Dead Redemption 2-ის PC პლატფორმაზე გამოსვლის თარიღი გამოქვეყნდა

323 ნახვები

კომპანია Rockstar Games-ის ვესტერნს Red Dead Redemption 2-ს უკვე დიდი ხანია სრულიად მოთამაშეთა სამყარო ელოდება, თუმცა რა თქმა უნდა განსაკუთრებულად კონსოლური პლატფორმის მფლობელებ, რადგან როგორც იცით, აღნიშნულ თამაშს სწორედ კონსოლები PS4 და Xbox One მიიღებენ, ხოლო PC პლატფორმა ჯერ-ჯერობით დაჩაგრულია, თუმცა ცოტა ხნის წინ შვედურმა MediaMarkt-მა მეტად საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

MediaMarkt-ის შვედური რეგიონის საიტზე გამოჩნდა Red Dead Redemption 2-ის გვერდი, რომელიც კონკრეტულად PC პლატფორმას ეძღვნება. აღნიშნულ გვერდზე ასევე წარმოდგენილია თამაშის შეფუთვა, ფასი და გამოსვლის თარიღი, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბერი გახლავთ. რა თქმა უნდა ინფორმაცია სასიამოვნოა, თუმცა მას ოფიციალურ წყაროებთან ამ დროისატვის არანაირი საერთო არ გააჩნია და როგორც ხდება ხოლმე აღნიშნული ინფორმაციაც მალევე წაიშალა გვერდიდა.

რამდენად სანდოა აღნიშნული ინფორმაცია, ამაზე თავად იმსჯელეთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თამაში Red Dead Redemption 2 2018 წლის 26 ოქტომბერს გამოდის, PS4-სა და Xbox One პლატფორმებზე. თამაშის წინასწარი ჩამოტვითვები კი უკვე დაწყებულია.