Wreckfest-ის კონსოლურ პლატფორმაზე გამოსვლის თარიღი გადაიდო

28 ნახვები

კომპანია Bugbear Entertainment-ის გადარეჩენის ელემენტების მქონე, სარბოლო ჟანრის თამაში Wreckfest, როგორც იცით რამოდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა ნაადრევ სტადიაში და საბოლოოდ მისი სრული ვერსია 2018 წლის 14 ივნისს გამოვიდა, PC პლატფორმაზე. რაც შეეხება Wreckfest-ის კონსოლურ ვერსიას, მისი განთავისუფლება შემქმნელებს 2018 წლის 20 ნოემბრისათვის ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გეგმები შეიცვალა და გამოსვლის თარიღმა მომავალი წლისათვის გადაიწია. მიზეზი კი რა თქმა უნდა თამაშის არა სათანადო მდგომარეობა გახლავთ.

შემქმნელების თქმით თამაშის კონსოლური ვერსია მაშინ განთავისუფლდება როდესაც საკუთარ ნაშრომს თავადვე მოიწონებენ. თამაშის გამომცემელი კომპანია THQ Nordic-ის მთავარი პროდიუსერის როჯერ ჰოსვიგის თქმით, თამაშის PC ვერსიის შესანიშნავი სტარტის შემდეგ, კონსოლური ვერსიის ხარისხის მოთხოვნილებებმა მაღალ ნიშნულამდე აიწია და ამ მომენტისატვის შემქმნელებს დამატებითი დრო ესაჭიროებათ, რათა თამაშის სხვა და სხვა დეტალები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდეს და კონსოლური ვერსია ისეთივე წარმატებული აღმოჩნდეს, როგორის ეს PC-ზე გახლავთ.

შემქმნელები წუხან აღნიშნული ვადის ცვლილების გამო და მოთამაშეებს კომპენსაციის სახით თამაშში ახალ და საინტერესო ავტომობილებს ჰპირდებიან. როგორც იცით თამაში გახლავთ სარბოლო ჟანრის და გადარჩენის ელემენტების მქონე, რომელშიც თქვენ მონაწილეობას იღებთ შეშლილ რბოლებში, სადაც ავტომობილების აფეთქება, დალეწვა და სხვა გამანადგურებელი მოქმედებები ჩვეულებრივი მოვლენაა.