გამოქვეყნდა Battlefield V-ის სიუჟეტური ხაზის ახალი ტრეილერი

47 ნახვები

კომპანია Electronic Arts-მა საკუთარი საომარი თემატიკის თამაშის Battlefield-ის ახალი მეხუთე ნაწილის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა, რომელიც თამაშის სიუჟეტურ რეჟიმზეა მიძღვნილი.

შემქმნელებმა ახალ ტრეილერში თამაშის სხვა და სხვა გმირები გვიჩვენეს, რომლებსაც ინდივიდუალური ისტორიები გააჩნიათ. ახალ კადრებზე ვიხილეთ ბრძოლის მასშტაბური კადრები, სხვა და სხვა მძიმე და საფრენი ტექნიკა, თხილამურებზე სრიალი მყინვარებზე და სხვა.

თამაშ Battlefield V-ის გამოსვლა შემქმნელებს თავდაპირველად დაგეგმილი 2018 წლის 19 ოქტომბრისათვის ჰქონდათ, თუმცა გეგმები შეიცვალა და თამაში ახალი ვადით 2018 წლის 20 ნოემბერს გამოვა, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.