ცნობილი გახდა, თუ რა დრო დასჭირდება Red Dead Redemption 2-ის სიუჟეტური ხაზის გავლას

56 ნახვები

სულ იფრო ცოტა დრო რჩება 2018 წლის ერთ-ერთი მოსალოდნელი თამაშს Red Dead Redemption 2-ის გამოსვლამდე, რომელზეც რა თქმა უნდა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპანია Rockstar Games მუშაობს. შემქმნელებმა ამ ჯერად გაგვიმხილეს ინფორმაცია, თუ რა დრო დასჭირდება თამაშის სიუჟეტის გასვლას.

შემქმნელების თქმით, იმისათვის, რომ მოთამაშეებმა თამაშის სიუჯეტური ხაზი ბოლომდე გაიარონ ამისათვის 60 საათამდე სათამაშო დრო იქნება საჭირო. რა თქმა უნდა დროის ეს მაჩვენებელი შესანიშნავია და აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ დროში იგულისხმება მხოლოდ თამაშის ძირითადი სიუჟეტური ხაზი, დამატებითი დავალებების გარეშე.

როგორც იცით, თამაშის მეორე ნაწილი გახლავთ ორიგინალი თამაშის პრიკველი და მასში მოქმედებები 1899 წლის ველურ დასავლეთში ვითარდება. შემქმნელები მოთამაშეებს მასშტაბურ და სიცოცხლით აღსავსე ღია სამყაროს ჰპირდებიან,   რომელშიც მოგზაურობა როგორც მესამე ასევე პირველ პირში იქნება შესაძლებელი. თამაშს ექნება როგორც სიუჟეტური ხაზი, ასევე მრავალმომხმარებლური რეჟიმი, რომლის ტესტირებაც ნოემბრის თვიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ვინც წინასწარ შეიძინა თამაში.

Red Dead Redemption 2 გამოდის 2018 წლის 26 ოქტომბერს, PlayStation 4-სა და Xbox One პლატფორმებზე, ხოლო თამაშის მაღალი გაყიდვების მაჩვენებლის შემთხვევაში შესაძლოა მოგვიანებით PC პლატფორმაზეც ვიხილოთ.