PS4-ის სისტემურ განახლებაში კრიტიკული შეცდომა იქნა აღმოჩენილი

73 ნახვები

ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ PlayStation 4-ის ახალ სისტემურ განახლებაში ნაპოვნია კრიტიკული შეცდომა, რის გამოც ერთ ჩვეულებრივ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასაც მთლიანი კონსოლის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია.

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილ პორტალ Reddit-ზე გამოჩნდა. ქსელში უკვე გამოჩნდა რამოდენიმე მომხმარებელი ვინც წერს, რომ წარმოექმნათ პრობლემა და ამის აღმოსაფხვრელად შესაძლოა კონლოსის ქარხნულ პარამეტრებზე გადაყვანა იყოს გამოსავალი ან და კომპანიის სერვის ცენტრში გაგზავნა.

აღნიშნული პრობლემა შესაზლოა ნებისმიერ მომხმარებელს წარმოექმნას და ჰაკერის მიერ გამოგზავნილმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ შესაძლოა თქვენი კონსოლი მწყობრიდან გამოიყვანოს და გამოუსადეგარი გახადოს. ზოგი ერთი მომხმარებლის თქმით იმისათვის, რომ შეტყობინებამ საკუთარი საქმე შეასრულოს სულაც არაა საჭირო მისი გახსნა.

იმისათვის, რომ აღნიშნული საფრთხისაგან დავაზღვიოთ საკუთარი კონსოლი და საფულე, საჭიროა კონსოლის პარამეტრებში შეტყობინებების მიღება შესაძლებელი მხოლოდ მეგობრებისაგან გავხადოთ, რის შემდეგაც ჰაკერები ვეღარ შესძლებენ ვირუსის გამოგზავნას. აღნიშნულთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კომპანიამ უკვე იცის და მის გამოსასწორებლად მუშაობს კიდეც.