მოთამაშე რომელმაც Playstation Network-ის ქსელში 1000 პლატინის პრიზი გახსნა გინესის წიგნში შევიდა

63 ნახვები

ბაჰრეინში მცხოვრებმა მამაკაცმა სახელად Hakoom, რომელმაც მოახერხა და Playstation Network-ის ქსელში 1000 პლატინის პრიზი გახსნა, გინესის წიგნში ღირსეული ადგილი დაიკავა.

Hakoom-ს ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ სათამაშო სერვისში ყველაზე მეტი პრიზი გააჩნია. მოთამაშემ ათი წლის განმავლობაში 2524 თამაშიდან  საერთო ჯამში 70 199 პრიზი დააგროვა, რომლებიც PS3, PS4 და PS Vita პლატფორმების დახმარებით მიიღო. Hakoom-ის ყველაზე ღირებული პრიზი 1723 პლატინა და 10 ათასი ოქრო გახლავთ. მოთამაშის თქმით მან ყველაზე რთული პრიზები PS3 პლატფორმაზე თამაშებში: Fight Night Round 4, Guitar Hero Metallica და Super Street Fighter 4-ში აიღო.

მოთამაშის თქმით მას აზარტული და კონკურენტუნარიანი ხასიათი გააჩნია და სწორედ ამან განაპირობა მისი ასეთი დიდი ინტერესეი აღნიშნული საქმიანობის მიმართ.