Red Dead Redemption 2-ის შემქმნელებმა თამაშში არსებული სხვა და სხვა ტიპის შეიარაღება გვიჩვენეს

46 ნახვები

კომპანია Rockstar Games-მა საკუთარი ვესტერნის ჟანრის ცნობილი თამაშის Red Dead Redemption 2-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა, რომელიც თამაშის საბრძოლო სისტემასა და შეიარაღებაზეა მიძღვნილი.

როგორც ცნობილია თამაშში ხელმისაწვდომი იქნება 50-მდე სხვა და სხვა ტიპისა და დანიშნულების შეიარაღება. ყოველი იარაღი წარმოდგენილი იქნება საკუთარი უნიკალური ტექნიკური მაჩვენებლებით, ანიმაციითა და ხმებით. თამაშში ასევე შესაძლებელი იქნება შეიარაღების გაუმჯობესება, მათზე ახალი სავაზნე კოლოფების, სამიზნეების, გრავირებისა და სხვა დეტალების ცვლილება და პერსონალურად მოთამაშეზე მორგება.

თამაში Red Dead Redemption 2 გამოდის 2018 წლის 26 ოქტომბერს, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაშის მრავალმომხმარებლური რეჟიმის ტესტირება კი ნოემბრის თვიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ვინც წინასწარ შეიძინა თამაში.