დღეს საღამოს, “ვენატუსი” “ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოების (CEEGA) ცერემონიალს” პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ

19 ნახვები

პოლონეთის ქალაქ პოზნანში (პოზნანის კონგრეს ცენტრში) უკვე ორი დღეა თამაშების მასშტაბური ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც Poznan Game Arena-სა და Game Industry Conference-ის  ერთობლივი ძალებით იმართება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში კი დღეს 13 ოქტომბერს გაიმართება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება (Central & Eastern European Game Awards).

CEEGA გახლავთ სიახლე რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ აღნიშნულ რეგიონებში წარმოებულ ვიდეო თამაშებს აღიარებასა და პოპულარიზებაში დაეხმაროს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მაშტაბური რეგიონი გახლავთ, რომელიც თამაშების გლობალური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგიონში მოღვაწეობს 1000-ზე მეტი თამაშებზე მომუშავე კომპანია. აღნიშნული მიმართულებით კი 25000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოება (CEEGA) თამაშების მწარმოებელი რეგიონალური კომპანიების მხარდაჭერის პროექტად შეიქმნა. თამაშები დაჯილდოვდებიან 8 სხვა და სხვა ნომინაციაში. გამარჯვებულებს კი რეგიონალური ორგანიზაციებიდან მოწვეული ჟიურის წევრები დაასახელებენ. საქართველოდან ჟიურის წევრად წარდგენილი იქნება Venatus-ის წარმომადგენელი და დირექტორი გოგა გორგოძე.

აღნიშნული დაჯილდოვებაზე წარდგენილი თამაშების სია ღონისძიების ორგანიზატორებმა სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნეს. ღონისძიებაზე წარდგენილი ნომინაციებისა და ნომინანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენი წინა სიხლიდან შეიტყოთ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თამაშების დაჯილდოების (CEEGA) ცერემონიალი გაიმართება დღეს, თბილისის დროით ღამის 22:00 საათზე (10 საათზე), რომლის პირდაპირ ეთერში ჩვენებასაც Venatus საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან უზრუნველყოფს.