გამოქვეყნდა ფილ “ალადინის” პირველი ტრეილერი

84 ნახვები

კინო-კომპანია Walt Disney-მ ცნობილი არაბული ზღაპრის ალადინის ახალი ეკრანიზაციის პირველი ტრეილერი გვიჩვენა. ფილმი გადაღებული იქნება კლასიკური მულტფილმის მოტივებზე და მას რეჟისორი გაი რიჩი გადაიღებს.

ფილმის პირველ ტრეილერში ვხედავთ ცნობილი არაბული ქალაქის აგრაბას კადრებს და უდაბნოში არსებულ მაგიურ გამოქვაბულს. კადრებზე ასევე ჩანს ყველასათვის ცნობილი მთავარი გმირი, ქურდბაცაცა ალადინი, რომელიც პირველად იღებს ხელში მაგიურ ლამპარი, რომელშიც სურვილების ამასრულებელი ჯინი იმყოფება.

ქალაქ აგრაბას ვეზირი ჯაფარი შიტყობს, რომ უდაბნოში არსებულ ერთ-ერთ მაგიურ გამოქვაბულში მაგიური ლამპარი ინახება, რომელშიც სამი სურვილის ამასრულებელი მაგიური ჯინი ცხოვრობს. ქალაქის მმართველობის ხელში ჩაგდების მიზნით ჯაფარი გადაწყვეტს მოიპოვოს აღნიშნული ლამპარი, თუმცა იგებს, რომ გამოქვაბულს ჰყავს მცველი, რომელიც შიგნით არავის უშვებს, ერთადერთი ადამიანი კი რომელსაც ლამპარის ხელში ჩაგდება შეუძლია ეს ქურდი ალადინი გახლავთ.

ფილმის მსოფლიო ეკრანებზე გამოსვლა 2019 წლის 22 მაისისთვისაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია ფილმში ალადინის როლს მსახიობი მენა მასუდი შეასრულებს, ხოლო ჯინის როლში ცნობილ უილ სმიტს ვიხილავთ.