სამეფო ბრძოლის ჟანრის თამაში Fortnite უკვე Android პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია

59 ნახვები

როგორც იცით, კომპნაი Epic Games ორი თვის განმავლობაში დახურულ რეჟიმში ატარებდა საკუთარი სამეფო ბრძოლის ჟანრის თამაშის Fortnite-ის ტესტირებას, Android პლატფომაზე. თამაში უკვე განთავისუფლდა დახურული რეჟიმიდან და მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერი მსურველისთვიაა ხელმისაწვდომი.

ისინი ვინც აღნიშნულ პლატფორმაზე ითამაშებთ ნუ იღელვებთ მოთამაშეების ნაკლებობაზე, რადგან თამაშში თქვენ შეხვდებით : PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმის მოთამაშეებს. თამაში იძლევა შესაძლებლობას რომ ყველა პლატფორმის მომხმარებლებმა ერთ სერვერზე შეძლონ თამაში. ალბათ გახსოვთ კომპანია Sony-ის პოლიტიკა ქროს-პლატფორმულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დროს მან ცვლილებები განიცადა და საბოლოოდ PS4-იც ჩაება Fortnite-ის ქარცეცხლში.

შეგახსენებთ, რომ თამაში Fortnite ნაადრევი სტადიით 2017 წლის 25 ივლისს გამოვიდა, ხოლო მისი სრული ვერსიის განტავისუფლება 2018 წლის ბოლომდე მოხდება.