შემქმნელებმა Call of Cthulhu-ს სისტემური მოთხოვნილებები წარმოგვიდგინეს

41 ნახვები

კომპანია Cyanide-მა და Focus Home Interactive-მ დეტექტიური, საშინელებათა ჟანრის თამაშის Call of Cthulhu-ს სისტემური მოთხოვნილებები წარმოგვიდგინეს.

როგორც იცით, თამაშის მოქმედებები პატარა კუნძულზე ვითარდება. თამაშის მთავარი გმირი გახლავთ კერძო დეტექტივი პირსი, რომელიც იძიებს ჰოპკინსების ოჯახის მკვლელობას რისთვისაც იგი საიდუმლოებებით მოცულ კუნძულ დარკუოტერში მიემგზავრება. დეტექტივის როლში თვენ მოგიწევთ გამოიკვლიოთ კუნძული, დაამყაროთ კომუნიკაცია ადგილობრივ არც თუ ისე სასიამოვნო მაცხოვრებლებთან და განავითაროთ თქვენი ცოდნა რათა ფარდა ახადოთ საიდუმლოს.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7, 8, 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i5-3450 3,1 GHZ ან AMD FX-6300 3,5 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • ვიდეო ბარათი : Nvidia GeForce GTX 660 2 გბ ან Radeon HD 7870 2 გბ
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 13 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7, 8, 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i7-3820 3,6 GHZ ან AMD FX-8370 4,0 GHZ
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • ვიდეო ბარათი : Nvidia GeForce GTX 970 ან AMD Radeon R9 390.
  • თავისუფალი სივრცე მყარ დისკზე : 13 გბ

თამაში Call of Cthulhu გამოდის 2018 წლის 30 ოქტომბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე.