კომპანია Sony-მ PlayStation Network-ის ქსელში სახელის ცვლილების ფუნქცია ოფიციალურად დაადასტურა

45 ნახვები

როგორც იცით ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Sony PlayStation Network-ის ქსელში სახელის (იდენთიფიკატორის) ცვლილების ფუნქციის დამატებაზე მუშაობს. რამოდენიმე საათის წინ კი აღნიშნული ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა.

კომპანიის განცხადებით აღნიშნული შესაძლებლობით პირველ ეტაპზე მისი ტესტერები ისარგებლებენ, რომლებიც კონსოლური პლატფორმა PS4-ის სისტემურ განახლებას პირველები მიიღებენ. ქსელის იდენთიფიკატორის ცვლილება პირველ ეტაპზე სრულიად უფასო იქნება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში მომხმარებელს ამისათვის თანხის გადახდა მოუწევს და მისი საფასური PlayStation Network-ის ამერიკულ რეგიონზე 10 დოლარი იქნება. რაც შეეხება სერვის PS Plus-ის გამომწერებს ისინი აღნიშნულ სერვისზე 50% ფასდაკლებას მიიღებენ.

იდენთიფიკატორის ცვლილების შემდეგ თქვენს ახალ სახელთან ერთად შესაძლოა გამოჩნდეს ძველიც, რადგან აღნიშნული ოპერაციის შემდეგ არ მოხდეს თქვენი მეგობრების დაბნევა. ამისათვის საჭიროა თავიდანვე მიუთითოთ აღნიშნული ფუნქციის ჩართვის შესახებ, რადგან თუ ამას არ გააკეთებთ თქვენი წინა სახელი უკვალოდ გაქრება. Sony ასევე აღნიშნავს, რომ სიახლე სრულად შეესაბამება PS4-ის იმ თამაშებს, რომლებიც  2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გამოვიდა, თუმცა უფრო ადრე გამოსულ თამაშებთან PS4, PS3 და PS Vita პლატფორმებზე შესაძლოა წარმოიქმნას პრობლემა.

აღნიშნული სერვისის ტესტირება გაიმართება 2018 წლის ნოემბრის ბოლოდან და მის ფარგლებში ტესტერები ძველი სახელის დაბრუნება სრულიად უფასოდ შეძლებენ. ფუნქციის ოფიციალური გამოსვლა 2019 წლის დასაწყისში მოხდება და სრულად გამოქვეყნდება იმ თამაშების სია, რომლებიც შესაბამისი იქნება  მასთან.