კომპანია 2K Games XCOM 2-ს რამოდენიმე საათით უფასოდ გასცემს

67 ნახვები

კომპანია 2K Games PC პლატფორმის მომხმარებლებს უნიკალურ აქციას სთავაზობს. მათ ვისაც გიყვართ ფანტასტიკური ჟანრი თამაშები და უცხოპლანეტელებთან ბძოლა შემქმნელები სრულიად უფასოდ რამოდენიმე საათით ტაქტიკური, სტრატეგიის ჟანრის თამაშს XCOM 2-ს გადმოგცემთ.

თამაშის მიღება შესაძლებელია თამაშების ონლაინ სერვისიდან Steam, რისთვისაც უნდა იყოთ სერვისის რეგისტრირებული მომხმარებელი (თუ არ ხართ გაიარეთ რეგისტრაცია აქ), შეხვიდეთ სერვისში არსებულ თამაშის გვერდზე და დააჭიროთ ღილაკს თამაში, რის შემდეგაც თამაში ყველა არსებული დამატებით უფასოდ 37 საათით გადმოგეცემათ.

თამაში გახლავთ XCOM: Enemy Unknown-ის პირდაპირი გაგრძელება, სადაც მოვლენები 21 წლის შემდეგ ვითარდება. ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის ომში დედამიწა დამარცხდა და ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე უცხოპლანეტელებმა სრული კონტროლი მიიღეს და ახლა ისინი ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ. ადამიანებმა კი უნდა მოახერხონ და კვლავ დაიბრუნონ მშობლიური პლანეტა.

შეგახსენებთ, რომ თამაში XCOM 2 2016 წლის 5 თებერვალს გამოვიდა, PC პლატფორმაზე, ხოლო კონსოლურ პლატფორმებზე 27 სექტემბერიდან გამოჩნდა.