კინო ვარსკვლავების ცვენა Star Citizen-ის ახალ ტრეილერში

31 ნახვები

კომპანია Cloud Imperium Games-მა საკუთარი კოსმოსური, მოქმდებითი, სათავგადასავლო თამაშის Star Citizen-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა. ტრეილერი მიძღვნილია თამაშის ერთ მომხმარებლურ რეჟიმზე Squadron 42.

ახალ კინემატოგრაფიულ ტრეილერში თამაშის შემქმნელებმა კინო ვარსკვლავების ნამდვილი ცვენა მოაწყვეს. თამაშში ვიხილავთ ისეთ ცნობილ მსახიობს როგორებიც არიან : მარკ ჰემილი, ბენ მენდელსონი, ჰენრი კევილი, გერი ოლდმანი, ჯილიან ანდერსონი და სხვა.

ამ დროისათვის თამაშს ჯერ კიდევ არ გააჩნია გამოსვლის თარიღი, თუმცა ცმობილი პორტალ Kotaku-ს ცნობებით თამაშის შემქმნელები 2018 წლის დეკემბრის თვეში თამაშის სრულ რუკას წარმოგვიდგენენ.