გამოქვეყნდა ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმ “შინაური ცხოველების სასაფლაოს” პირველი ტრეილერი

145 ნახვები

კინო-კომპანია Paramount Pictures-მა საშინელებათა ჟანრის ახალი ფილმის შინაური ცხოველების სასაფლაოს (PET SEMATARY) პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი ეფუძნება სტივენ კინგის იმავე სახელწოდების საშინელებათა ჟანრის წიგნს.

ფილმის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა ექიმი ლუის კრიდი (ჯეისონ კლარკი), რომელსაც მეუღლე და პატარა გოგონა ჰყავს. ოჯახი ქალაქ გარეთ ყიდულობს ახალ სახლს, რომელსაც ასევე საკუთრებაში მცირე ტყის მასივი მოსდევს. დასახლების შემდეგ ოჯახი შეიტყობს, რომ მათ ტყეზე არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები რეალურად მიიჩნევენ. ლეგენდის თანახმად ტყეში არსებბს მისტიური ძალა რის გამოც იქ დასაფლავებული ცხოველები ერთი დღის შემდეგ ცოცხლდებიან. სემმა კი უნდა გაარკვიოს თუ რა დემონური ძალა ბინადრობს მათ ტყეში.

შეგახსენებთ, რომ ფილმი აღნიშნული წიგნის მეორე ეკრანიზაცია გახლავთ. პირველი ფილმი 1989 წელს გამოვიდა. შინაური ცხოველების სასაფლაო მსოფლიო კინოთეატრებში 2019 წლის აპრილის თვიდან გამოჩნდება.