Stardew Valley-ის მალე iOS და Android პლატფორმებზეც ვიხილავთ

18 ნახვები

კომპანია ConcernedApe-ის როლური ჟანრის პოპულარულ თამაშ Stardew Valley-ის მალე სმარტფონული პლატფორმებიც მიიღებენ, თუმცა მრავალმომხმარებლური რეჟიმის გარეშე.

თამაშის სმარტფონულ ვერსიებზე გადატანას ლონდონში არსებული კომპანია The Secret Police უძრუნველყოფს. თამაშის სმარტფონული ვერსია მიიღებს ინტერფეისის 1.3. ვერსიას და სპეციალურად სენსორული ეკრანისათვის შემუშავებულ მართვის სისტემას. სმარტფონული ვერსიები გარკვეულ წინად დაიჩაგრნენ, რადგან ისინი ვერ მიიღებენ თამაშის მრავალმომხმარებლურ რეჟიმს.

მსურველებს თამაშის განვლილი პროგრესის გადატანა iOS და Android პლატფორმებზე სრულიად თავისუფლად შეეძლებათ, თუმცა მათთვის ვინც საკუთარ ანგარიშზე მოდებს იყენებს აღნიშნული ფუნქციით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.

თამაში iOS პლატფორმაზე 2018 წლის 24 ოქტომბრიდან გამოჩნდება, ხოლო Android პლატფორმაზე გამოსვლის თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში გამოვიდა 2016 წლის 26 თებერვალს და ამ დროისათვის ხელმისაწვდომია PC, PS4, Xbox One და Nintendo Switch პლატფორმებზე.