Sony ახალი თაობის კონსოლ PlayStation 5-ზე ალაპარაკდა

89 ნახვები

კომპანია Sony-ის გენერალურმა დირექტორმა საბოლოოდ დაადასტურა ფაქტი, რომ კომპანია მუშაობს ახალი თაობის კონსოლზე PlayStation 5.

კომპანიის დირექტორმა კონიჩირო იოშიდამ ცნობილ გამომცემლობა Financial Times-თან ინერვიუს დროს განაცხადა, რომ კომპანია ამ დროისათვის მუშაობს ახალი თაობის კონსოლური პლატფორმის პროექტზე, თუმცა კონკრეტული დასახელებისაგან თავი შეიკავა.

“ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ შემდეგი : ჩვენ გვჭირდება ახალი თაობის კონსოლური პლატფორმა.” კონიჩირო იოშიდა.

როგორც იცით ცოტა ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელმა ჯონ კოდერამ ასევე განაცხადა, რომ ამ დროისათვის კონსოლური პლატფორმა PS4 საკუთარ სასიცოცხლო დროის დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ახალი თაობის კონსოლზე მუშაობის აქტიურ პროცესშია. ასევე ცნობილია, რომ ახალი კონსოლური პლატფორმა არ იქნება რადიკალურ განსხვავე მის წინა ვერსიაზე PS4-ზე და მასზე ხელმისაწვდომი იქნება წინა ვერსიის კონსოლის PS4-ის თამაშების გაშვება რომელსაც ახალი პლატფორმა ასევე გაუმჯობესებული ტექსტურებით წარმოგვიდგენს.

როდის შეიძლება ვიხილოთ ახალი თაობის კონსოლური პლატფორმა, ეს ამ დროისათვის უცნობია.