ცნობილი გახდა Call of Duty: Black Ops 4-ის სისტემური მოთხოვნილებების სრული სია

105 ნახვები

კომპანია Treyarch-მა, რომელიც გახლავთ საომარი თემატიკის თამაშის Call of Duty: Black Ops 4-ის შემქმნელი მისი სისტემური მოთხოვნილებების ახალი ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

როგორც იცით ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოაქვეყნა მინიმალური და რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები თამაშის ბეტა-ტესტირებისათვის. ამ დროისათვის თამაში უკვე კარგად ოპტიმიზებული გახლავთ და მისმა სტანდარტულმა სისტემურმა მოთხოვნილებებმა შედარებით დაბლა დაიწია. შემქმნელებმა ამჯერად ოთხი ტიპის მოთხოვნილებები გამოაქვეყნეს, რათა მოთამაშეებმა მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სიმძლავრეს  მოითხოვს თამაში მათი სისტემებისაგან.

თამაში Call of Duty: Black Ops 4 გამოდის 2018 წლის 12 ოქტომბერს, PC, PS4 და Xbox One პლატფორმებზე. თამაში გამოსვლის დღესვე მიიღებს მასშტაბურ განახლებას 55 გეგაბაიტის ოდენობით.

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 7 64 ბიტი და მაღალი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel Core i3-4340 ან AMD FX-6300
  • ოპერატიული მეხსიერება : 8 გბ
  • გრაფიკული ბარათი : GeForce GTX 660, GeForce GTX 1050, Radeon HD 7950 2 გბ

რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნილებები :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel i5-2500k ან AMD Ryzen R5 1600X
  • ოპერატიული მეხსიერება : 12 გბ
  • გრაფიკული ბარათი : GeForce GTX 970 4 გბ, GTX 1060 6 გბ, Radeon R9 390, Radeon RX 580

სისტემური მოთხოვნილებები 1080p გაფართოვებაზე :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : Intel i7-8700K ან AMD Ryzen 1800X
  • ოპერატიული მეხსიერება : 16 გბ
  • ვიდეო ბარათი : GeForce GTX 1080 ან Radeon RX Vega 64

სისტემური მოთხოვნილებები 4კ ულტრა მაღალი გაფართოვებისათვის :

  • ოპერაციული სისტემა : Windows 10 64 ბიტი
  • ცენტრალური პროცესორი : i7-8700K ან AMD Ryzen 2700X
  • ოპერატიული მეხსიერება : 16 გბ
  • ვიდეო ბარათი : GeForce GTX 1080Ti