გამოქვეყნდა პოსტ-აპოკალიფსური ჟანრის ფილმ Mortal Engines-ის ახალი ტრეილერი

196 ნახვები

კინოკომპანია Universal Pictures-მა პოსტ-აპოკალიფსური ჟანრისფ ფილმის Mortal Engines-ის ახალი ტრეილერი წარმოგვიდგინა. ფილმი ეფუძნება ფილიპ რივის იმავე სახელწოდების რომანს.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება მომავლის სამყაროში, სადაც სასიცოცხლო რესურსები მთელი დედამიწის მასშტაბით საგრძნობლად არის შემცირებული. ადამიანები ცხოვრობენ უზარმაზარ მოსიარულე ქალაქებში და სასიცოცხლო რესურსების მოსაპოვებლად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ფილმის მთავარი გმირი გახლავთ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბავშვობაში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მას შემდეგ კი მრისხანე ტირანისაგან დამალვას ცდილობს.

ფილმის სცენარზე იმუშავა პიტერ ჯექსონმა, რომელიც გახლავთ ჰობიტის, ბეჭდების მბრძანებლისა და სხვა მრავალი ცნობილი ფილმის შემქმნელი. ფილმის რეჟისორი გახლავთ კრისტინა რაივერსი, რომელიც წარსულში პიტერ ჯექსონთან ერთად მუშაობდა. ფილმის გრაფიკულ მხარეზე მუშაობს სტუდია Weta Digital.

ფილმი Mortal Engines მსოფლიო კინოთეატრებში 2018 წლის 6 დეკემბრიდან გამოჩნდება. ფილმის ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.