2 წლიანი მუშაობის შემდეგ ქართული საშინელებათა თამაში Walk To Light Didirosha გამოვიდა

436 ნახვები

როგორც იცით საქართველოში ბოლო დროის მანძილზე თამაშების კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის წარმატებული ნაბიჯები იდგმება. ქვეყანაში იმართება წარმატებული ღონისძიებები და სხვა და სხვა დამოუკიდებელი შემქმნელები და სტუდიები საკმაოდ წარმატებულ თამაშებს ქმნიან. თამაშების ერთ-ერთი ასეთი ქართული სტუდია GeorgeEagle Studio (გიორგი ჩხაიძეგახლავთ. გიორგიმ ორ წლიანი მუშაობის შემდეგ შესძლო და გამოუშვა ქართული საშინელებათა ჟანრის თამაში Walk To Light Didirosha.

თამაშის მოვლენები საქართველოში მანგლისის ბნელით მოცულ და მისტიურ ტყეში ვითარდება. მოთამაშის მოვალეობაა თავი დააღწიოს სიბნელეს და არეულობებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თამაშზე მუშაობა ორი წელი მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი თამაში რამოდენიმე საათის წინ კონკრეტულად 5 ოქტომბერს გამოვიდა, PC პლატფორმაზე. თამაში ხელმისაწვდომია, როგორც VR მოწყობილობით თამაშისათვის, ასევე მის გარეშეც.

თამაშის ყიდვა ხელმისაწვდომია დამოუკიდებელი თამაშების ონლაინ სერვისზე Itch.io.