გამოქვეყნდა რემბო 5-ის პირველი კადრები

215 ნახვები

როგორც იცით რამოდენიმე ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ, რომელის სახელის გაგონებაზეც ყველას მისი როლი და ფილმი რემბო გვახსენდება სწორედ აღნიშნული ფილმის მეხუთე ნაწილის გადაღებების თაობაზე საკუთარი ინსტაგრამიდან გვამცნო. ამჯერად კი კვლავაც თავადვე რემბო 5-ის პირველი კადრები გამოაქვეყნა.

მსახიობი საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან ორ ფოტოს ავრცელებს, სადაც ჯონ რემბო ტრადიციულ გარეგნულ შეხედულებასა და მის წითელ თავსახვევზე უარს ამბობს და ამჯერად ამერიკელი კოვბოის ფორმით გვევლინება. პირველ ფოტოზე ჯონი კოვბოის ტრადიციული ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო მეორე ფოტოზე ცხენზე ამხედრებული შავ მოსასხამსა და კოვბოის ქუდშია გამოწყობილი.

მსახიობს ფილმის სიუჟეტსა და სხვა დეტალებზე არანაირი ახალი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია.

ფილმის მეხუთე ნაწილში ჯონ რემბო არიზონას შტატში საკუთარი მშობლების რანჩოზე მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს. ცოტა ხანში იგებს, რომ საკუთარი მეგობრის ქალიშვილს მექსიკური დანაშაულებრივი ორანიზაციის წევრები იტაცებენ. ჯონი კი წყნარი ფერმერიდან კვლავაც შეუჩერებელ ჯარისკაცად გადაიქცევა და იწყებს ბრძოლას გოგონას გამოსახსნელად.

ფილმი რემბო 5 მსოფლიო კინოთეატრებში 2019 წლის ბოლოდან გამოჩნდება.