ცნობილი გახდა ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული თამაშის სახელწოდება

197 ნახვები

ცნობილი გახდა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული თამაშის სახელწოდება, რომელიც არ გახლავთ უკვე ყველასათვის ცნობილი სამეფო ბრძოლის ჟანრის თამაში Fortnite.

როგორც იცით კომპანია Epic Games-ის თამაში Fortnite გამოსვლის დღიდან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მაღლა და მაღლა მიდის მისი მოთამაშეთა ნიშნული, თუმცა იმისათვის, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ თამაშად დასახელდეს ამისათვის ჯერ-ჯერობით მოთამაშეების საკმაო რაოდენობა აკლდება. კომპანია Microsoft-ის მონაცემებით ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული თამაში კომპანია Mojang-ის Minecraft გახლავთ, რომელსაც ყოველთვიურად 91 მილიონი მოთამაშე ჰყავს სხვა და სხვა სათამაშო პლატფორმებიდან. რაც შეეხება Fortnite-ს, როგორც იცით მისმა შემქმნელებმა აგვისტოს თვეში განაცხადეს, რომ თამაშს ყოველთვიურად 78 მილიონი რეგისტრირებუილი მომხმარებელი ჰყავს.

ასე და ამგვარად მსოფლიოს ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული თამაში კვადრატული Minecraft გახლავთ. ამ დროისათვის მისმა გაყიდვებმა 150 მილიონ ასლს გადააჭარბა. აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შემქმნელებმა ახალი თამაში Minecraft: Dungeons დააანონსეს.