ქართული თამაში VRZ Torment ღონისძიება Omniverse ESPORTS-ზე მოხვდა

94 ნახვები

   როგორც იცით ვირტუალური რეალობა, მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და ვიდეო თამაშები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Virtuix Omni გახლავთ კომპანია, რომელიც აწარმოებს სპეციალურად ვირტუალური რეალობისათვის საჭირო მოწყობილობებს (სარბენ ბილიკს) და ახდენს თამაშის და მასში მოქმედებების რეალურად აღქმის მაქსიმალურ სიმულირებას.

Omniverse ESPORTS გახლავთ ელექტრონულ სპორტის ღონისძიება რომელშიც სხვა და სხვა ჟანრის თამაშებში იმართება ტურნირები, რომელსაც აღნიშნული კომპანია Virtuix Omni ატარებს. სატურნირო თამაშების სიაში კი ქართული კომპანია StormBringer Studios-ის თამაში VRZ Torment მოხვდა.

თამაში VRZ Torment გახლავთ პირველი პირის, სროლების ჟანრის, სადაც მოქმედებები ზომბებით სავსე კუნძულზე ვითარდება. თამაში 2016 წლის 9 ივნისს გამოვიდა და მას შემდეგ რამოდენიმე წარმატებული განახლება მიიღო. პროექტი საკმაოდ პოზიტიური შეფასებებით სარგებლობს Steam-ის ონლაინ მაღაზიაში, სადაც ასევე ხელმისაწვდომია მისი სრულიად უფასო სადემონსტრაციო ვერსია, რომლის ჩამოტვირთვა ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

თუ დაინტერესდებით ქართული წარმატებული თამაშით ამ დროისათვის მის შეძენას 40% ფასდაკლებით შესძლებთ.