ცნობილი გახდა Total War: Three Kingdoms-ის გამოსვლის თარიღი

88 ნახვები

კომპანია Sega-მ გამოაქვეყნა სტრატეგიული ჯანრის თამაშის Total War: Three Kingdoms-ის გამოსვლის თარიღი და მისი სპეციალური გამოცემის დეტალები.

მოთამაშეები რომლებიც თამაშს წინასწარ შეიძენენ მიიღებენ სხვა და სხვა სახის ბონუსებს. სპეციალური გამოცემისაგან Yellow Turban Rebellion მოთამაშეები მიიღებენ : გმირების ახალ კლასებს, პერსონაჟების ახალ შესაძლებლობებს, ახალ შეიარაღებას, ჯავშანს და სხვა. გამოცემაში ასევე იქნება Guan yu-ს 24 სანტიმეტრიანი ფიგურა, რუკა და ხელოვნების წიგნი.

თამაშის მოვლენები ვითარდება ჩვენს ერამდე 190 წლის ჩინეთში. სამი სამეფოს სისხლიან დაპირისპირებამდე 30 წლით ადრე, რომელმაც ისტორიაში სახელი დაიმკვიდრა, როგორც ბრძოლა და დაპირისპირება ჩინეთის  სამ სხვა და სხვა სამეფოს შორის, ვეი, ვუ და შუ.

თამაში გამოდის 2019 წლის 7 მარტს, მხოლოდ PC პლატფორმაზე.